კრემლი მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად არ აღიარებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები არც დემოკრატიული და არც სამართლიანი არ ყოფილა.

პესკოვის თქმით, მაია სანდუ არ არის პრეზიდენტი, რადგან მოლდოველების უმრავლესობას ის არ აურჩევია.

“რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას მოლდოველს არ მიეცა ხმის მიცემის საშუალება, განსხვავებით დასავლეთში მცხოვრები მოლდოველებისგან, რომელთა ხმები მისი გამარჯვებისთვის გადამწყვეტი იყო”,- განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

პესკოვის თქმით, კრემლი მაია სანდუს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს.

“ეს არჩევნები არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. რაც შეეხება ქალბატონ სანდუს, თქვენ იცით, ჩვენი გაგებით, ის არ არის თავისი ქვეყნის პრეზიდენტი, რადგან თავად ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას მისთვის ხმა არ მიუცია”, – განაცხადა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები