გაერთიანებულ სამეფოში მაიმუნის ყვავილის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, ეს შემთხვევები მარტივად გავრცელებადი შტამიდანაა.
ქვეყანაში Clade 1b შტამის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ვირუსი ოჯახის წევრებს შორის გავრცელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “მაიმუნის ყვავილი” გაერთიანებული სამეფოს ფართო საზოგადოებაში ჯერ არ გამოვლენილა.
პაციენტები სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.