“ასეთი გასაცოდავებული ოპოზიცია არასდროს არ ყოფილა” – ნინო წილოსანი
“ასეთი გასაცოდავებული ოპოზიცია არასდროს არ ყოფილა. ფაქტობრივად, გეგმის გასაცნობად შეკრებილი ოპოზიცია ამცნობს საკუთარ ამომრჩეველს, რომ ხელახლა გეგმავენ შეკრებას, რომ ისევ გეგმა გააცნონ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნა.
„ალბათ, ტოპ ტვინებმა და თენგომ განსაკუთრებით აქტიურად იმუშავეს, რომ მორიგი აბსურდი შესთავაზონ საკუთარ ამომრჩეველს და გამოკვებონ ისინი. ფაქტობრივად არ არსებობს არგუმენტი მათ მხარეს. ამიტომ რა გეგმაც არ უნდა წარმოადგინონ, ეს გეგმა არის ჩაშლილი, განულებული. იმიტომ, რომ საკუთარი ამომრჩეველიც კი აღარ უჯერებს.
ეს არ იქნება მსხვილმასშტაბიანი აქცია. ვფიქრობ, რომ საკუთარი ამომრჩეველიც კი განუდგება“, – განაცხადა წილოსანმა.