თურქეთში, ჩორუმის დასახლებაში 5-სართულიანი სახოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე ბუნებრივი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ სახანძრო და სამაშველო სამსახურები.
ჩორუმის მერის, ჰალილ იბრაჰიმის განცხადებით, 11 დაშავებული საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.
როგორც მერმა განაცხადა, აფეთქების სიმძლავრე მაღალი იყო და და ირგვლივ მდებარე შენობებიც დაზიანდა.
შენობებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მალევე განხორციელდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.