სერბეთში, რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევა საპროტესტო აქციების საბაბი გახდა
სერბეთის ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურში სახურავის ჩამონგრევის შემდეგ, რასაც 14 ადამიანი ემსხვერპლა, ბელგრადში საპროტესტო აქციები დაიწყო, – ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
აქციის მონაწილეები სერბეთის მთავრობის სასახლესთან შეიკრიბნენ და მშენებლობის მინისტრის, ასევე მთავრობის სხვა წევრების გადადგომა მოითხოვეს.
მომიტინგეები უბედურ შემთხვევაში სერბეთის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ. 14 ადამიანის დაღუპვის გარდა, ნოვი-სადის რკინიგზის სადგურში ათობით ადამიანი დაშავდა.