რუსებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს – დაიღუპა 14 ადამიანი
რუსმა სამხედროებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს. თავდასხმა მართვადი საავიაციო ბომბებით განხორციელდა. შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაშავდა,- ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა გაავრცელა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმა მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე განხორციელდა.
დაზიანებულია მრავალსართულიანი სახლები, მეტროსადგური, ელექტროგადამცემი ხაზები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.
მოგვიანებით საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ ხარკოვის შევჩენკოვსკის რაიონში, საცხოვრებელ უბანთან რუსული დარტყმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 პოლიციელია.