“უკვე მესამე სერიაა იმ სერიალის, რომელსაც ოპოზიცია, რამდენიმე მილიონერი „ენჯეო“ და მათი უცხოელი პატრონები გვაყურებინებენ ქართველ ხალხს” – პაპუაშვილი

“უკვე მესამე სერიაა იმ სერიალის, რომელსაც ოპოზიცია, რამდენიმე მილიონერი „ენჯეო“ და მათი უცხოელი პატრონები გვაყურებინებენ ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კვლავ უწევს საზოგადოების წინაშე გამოსვლა იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ მოახდინოს დეზინფორმაციების მხილება.

„კვლავ მიწევს თქვენ წინაშე გამოსვლა იმისთვის, რომ დეზინფორმაციების მორიგი მხილება მოხდეს. უკვე მესამე სერიაა იმ სერიალის, რომელსაც ოპოზიცია, რამდენიმე მილიონერი „ენჯეო“ და მათი უცხოელი პატრონები გვაყურებინებენ ქართველ ხალხს. ნათქვამია, რომ ისტორია პირველად მეორდება, როგორც ტრაგედია და შემდეგ, როგორც ფარსი.

ტრაგედიად, ეს ე.წ. გაყალბებული არჩევნების ისტორია გამეორდა. ზუსტად 4 წლის წინ, სხვათა შორის, გუშინ იყო 3 ნოემბერი, 4 წლის წინ, 2020 წლის სამ ნოემბერს შედგა ის ისტორიული შეკრება ოპოზიციისა, „მთავარი არხის“ სტუდიაში, სადაც მათ ხელი მოაწერეს პირობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდნენ პარლამენტში, შემდეგ დაეწყვნენ და ყველა შევიდა.

ახლა ეს უკვე როგორც ფარსად ისე მეორდება. იგივე მსახიობები, იგივე დამდგმელი რეჟისორი, მაგრამ ჰგონიათ, რომ მაყურებელიც იგივეა, თუმცა ამ ფარსს უკვე ყველა კარად ხვდება და ამას აკვირდება თავად ეს ხალხიც“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები