ლიეტუვამ უკრაინას საბრძოლო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
ლიეტუვამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა, რომელშიც ელექტრო გენერატორები, ნაღმები და საბრძოლო მასალა შედის.
როგორც ლიეტუვის თავდაცვის დეპარტამენტში აღნიშნეს, დახმარების ეს პაკეტი უკრაინას ზამთრისთვის შეიარაღებული ძალების მომზადების ფარგლებში მიეწოდება.
საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან, ლიეტუვამ უკრაინას 705 მილიონ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია.
“უკრაინის სრული მხარდაჭერა ლიეტუვისგან გრძელვადიანია”,- აღნიშნავენ დეპარტამენტში.