4 ოქტომბერი
11:00
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი, „რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
“რეპორტიორის” პრეს-კლუბში “ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაციის“ იურისტი საბა სუთიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შეფასება. მისამართი: იოსებიძის ქუჩა №57, 1 სართული. საკონტაქტო პირი: ელენე გამეზარდაშვილი 577 17 75 17
11:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებადამცველები გრიგოლ გაგნიძე, ალეკო ახლაკაცი და მამუკა ტუსკაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “თავისუფალ ზონასა” და “თავისუფალ თაობას” შორის არსებული დაპირისპირების სამართლებრივი შეფასება და რეკომენდაციები.
12:00
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ რურუა პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ადვოკატთა ალიანსის“ ლიდერი მამუკა მდინარაძე, ბიზნესმენ შოშიაშვილისთვის 8 000 ლარიანი ქონების 700 000 ლარად იძულებით შესყიდვის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
12:00
“თბილისი მერიოტში”, “ქართული ღვინის დღის” ღონისძიებების ფარგლებში, ავსტრიელი ოსტატის გეორგ რიდელის მიერ შექმნილი საფერავის ბოკალის პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი დაესწრებიან.
12:00
“ქარვასლის” წინ ქართული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართება.
12:00
“შერატონში” მედია სემინარი გაიმართება. თემა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ პროფესიული ცოდნის გაღრმავება. საკონტაქტო პირი: ნინო მეუნარგია 577 440 705
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტი არჩილ გამზარდია ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, ჟურნალისტ ზაზა დავითაიაზე თავდასხმის ფაქტზე, დავოსის ფორუმზე ბრიფინგს გამართავს.
13:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ფესტივალთან „CinéDOC–Tbilisi“ დაკავშირებით ეროვნულ კინოცენტრში დაგეგმილ პრესკონფერენციას დაესწრება.
14:00
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის “საზღვრის ორივე მხარეს: ქართველი და სომეხი ექსპერტების ქსელის შექმნა” დასკვნითი კონფერენცია გაიმართება.
15:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ანდრია აფაქიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში“ გაიხსნება.
15:00
საგამოფენო ცენტრ “ექსპოჯორჯიას” 4-5 პავილიონებში, ინტერაქტიული გამოფენა-პერფორმანსი “ძალადობის ინტერიერი” მოეწყობა. მისამართი: წერეთლის გამზ. №118