თამუნა შიოლაშვილი: ჩათის სქრინებს ვდებ იმიტომ რომ რაიმე გაურკვევლობა არ იყოს – აქ ჩანს რეალურად ის პროცესი რაზეც ვისაუბრე, სადაც დირექტივებია და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხდება დავალებების მიცემა
ოზურგეთის საარჩევნო კომისიის წევრი კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ თამუნა შიოლაშვილი სოციალურ ქსელში იმ მიმოწერის ე.წ. სქრინებს აქვეყნებს, რომლებიც საარჩევნო საუბნო კომისიების ჩამოყალიბებისა და მუშაობის ხელის შეშლის მიზნით კომისიების წევრებისთვის გაცემულ მითითებებს ასახავს.
„ჩათის სქრინებს ვდებ იმიტომ რომ რაიმე გაურკვევლობა არ იყოს. აქ ჩანს რეალურად ის პროცესი რაზეც ვისაუბრე, სადაც დირექტივებია და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხდება დავალებების მიცემა“, – წერს თამუნა შიოლაშვილი.
ერთ-ერთ სქრინში ასევე დაფიქსირებულია მითითება, რომ რაც აღნიშნულ ჩათში იწერება, არის კონფიდენციალური. „გაუგონარი ამბავია, რომ აქ დაწერილი გამჟღავნდეს, მით უმეტეს, ოლქის თავმჯდომარესთან!“ – წერია ერთ-ერთ სქრინში.
თამუნა შიოლაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ „იყო მითითება მიზნად დამესახა დაწერილიყო საჩივრების მაქსიმალური რაოდენობა, შექმნილი იყო „ჩათი“ სადაც ხდებოდა „დირექტივების“ გამოგზავნა ძირითადად „ლელოდან““.