რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობაზე იერიში მიიტანა – არის მსხვერპლი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 34 დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შემთხვევის ადგილის ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ ნანგრევებში, შესაძლოა, ადამიანები კიდევ იყვნენ.
„ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რაც ყოველდღიურად ხდება. მათი გადაწყვეტილებები – ჩვენი ხალხის სიცოცხლეა. ამიტომ ჩვენ ერთად უნდა შევაჩეროთ რუსეთი და გავაკეთოთ ეს ყველა შესაძლო საშუალებით“, – წერს ზელენსკი.
ამასთან, გუშინ ღამით რუსებმა ოდესის რეგიონს დაარტყეს. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, მათ, დაახლოებით, 10 რაკეტა ისროლეს.