“ზურაბიშვილი რომ არ თვლიდეს თავს უფრო მაღლა მდგომად, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუტები და ქართველი ხალხია, ის წარადგენდა მის ხელთ არსებულ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახურში” – გორდულაძე

“სალომე ზურაბიშვილი რომ არ თვლიდეს თავს უფრო მაღლა მდგომად, ვიდრე სახელმწიფო ინსტიტუტები და ქართველი ხალხია, ის, რა თქმა უნდა, წარადგენდა მის ხელთ არსებულ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახურში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

“ეს არის კიდევ ერთი ჩვენება, ფაქტი იმისა, რომ ეს ადამიანი არ სცემს პატივს არც ჩვენს კანონმდებლობას, არც ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს და მხოლოდ სხვისი ხელიდან და გავლენიანი ძალის ხელში მართული მარიონეტია”, – განმარტა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები