სამხარაძე: ეუთო/ოდირი არცერთი ქვეყნის არჩევნების მიმართ არ იყენებს ტერმინებს, თავისუფალი და სამართლიანი, იგივე მიდგომა ვრცელდება საქართველოზეც

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მე ვაკვირდებოდი არჩევნებს ეუთოს წევრ ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. არცერთი არჩევნები არ შეფასებულა ეუთო/ოდირის მიერ როგორც თავისუფალი და სამართლიანი. რატომ? რადგან ეუთო/ოდირი ამ ტერმინებს არ იყენებს. შესაბამისად, იგივე მიდგომა ვრცელდება საქართველოზეც“, – წერს სამხარაძე X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები