“ათასობით ადამიანი შეიძლება, მოვიყვანოთ მოწმედ, რომ არანაირი საშუალება – ბიულეტენზე გაფერადებულის დანახვა შესაძლებელი ყოფილიყო, არ არსებობდა” – ვოლსკი

“ათასობით ადამიანი შეიძლება, მოვიყვანოთ მოწმედ, რომ არანაირი საშუალება იმისა, რომ ბიულეტენზე გაფერადებულის დანახვა შესაძლებელი ყოფილიყო, არ არსებობდა – გაყალბების თაობაზე სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ყოვლად გაუგონარი ბრალდება მოიგონეს!”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.

დეპუტატი ეხმაურება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მოთხოვნას, რომ, “საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის გამო, ყველა ელექტრონული უბნის შედეგის ბათილად იქნეს ცნობილი”.

მისი თქმით, „ის, რომ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა ერთ კონკრეტულ პარტიას მისცა, მთავარ გამაღიზიანებელ ფაქტორად იქცა, რის გამოც ასეთი დიდი ისტორიის მქონე ორგანიზაცია, ასეთ სისულელეს ამბობს“.

„ჩვენ ყველა ამომრჩევლები ვიყავით და თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბიულეტენზე ჩანდა, თუ რომელი პოლიტიკური პარტია მიანიშნეს, ამაზე შეიძლება ადგილზევე საჩივარი დაიწეროს.

საარჩევნო ბიულეტენებს სპეციალური „პაპკა“ აქვს, სადაც ბიულეტენი უნდა ჩააგდო. ამით ხმის ფარულობის უფლება დაცულია, მაგრამ თუ მე მინდა ხალხს ვაჩვენო რა გავაფერადე, შემიძლია ეს გავაკეთო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი უფლება დაცული არ არის – ყველას უფლება დაცული იყო! არსებობდა შესაბამისი ყდა, რაშიც ბიულეტენს დებდი და არავითარი საშუალება იმისა, რომ ვინმეს რაიმე დაენახა, ნამდვილად არ არსებობდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები