დარჩიაშვილი – ოპოზიციაზე: მათ აქვთ უსაფუძვლო, არგუმენტების გარეშე გზავნილები, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას

„26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, რომელიც იყო კარგად ორგანიზებული და ადმინისტრირებული ცესკოს მხრიდან”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ქართველ ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, კონკურენტუნარიან გარემოში გამოეხატა კონსტიტუციური უფლება და სასურველი პარტიისთვის ხმა მიეცა.

“ქართველმა ხალხმა მმართველ პარტიას კიდევ ერთხელ მიანიჭა მანდატი იმისთვის, რომ შემდეგი 4 წელი ქვეყანა „ქართულმა ოცნებამ“ მართოს. ეს არის რეალობა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს ვუსმენთ, თავად გვიჭირს, გავიგოთ და გავიაზროთ მათი წუხილის მიზეზები. მათ აქვთ უსაფუძვლო, არგუმენტების გარეშე გზავნილები, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები