რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი სელიდოვო დაიკავეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის დონეცკის ოლქის, ქალაქ სელიდოვოს დაკავების შესახებ გამოაცხადა.

ქალაქში ომამდელი მოსახლეობა, დაახლოებით, 25 ათასი ადამიანი იყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ჯერ არ დაუდასტურებია ქალაქის დაკარგვა, თუმცა, მრავალმა წყარომ, როგორც რუსულმა, ისე უკრაინულმა, გასულ კვირაში გაავრცელა ინფორმაცია, მის ცენტრალურ უბნებში რუსეთის სამხედროების გარღვევისა და უკრაინის ძალების გარეუბნებში უკან დახევის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ჯარები აგრძელებენ შეტევას სელიდოვოს სამხრეთით, ქალაქ კურახოვოს მიმართულებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა ამ მიმართულებით დაიკავეს დასახლებები კატერინოვკა და ბოგოიავლენკა, ასევე სოფელი გორნიაკი კურახოვოს ჩრდილოეთით.

ამასთან, უკრაინის სამხედროები აგრძელებენ რუსეთის ტერიტორიის ნაწილის კონტროლს კურსკის ოლქში. რუსეთის შეტევა იქ ბოლო კვირებში კვლავ დაბრკოლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები