შალვა პაპუაშვილი: ეგზიტპოლით 8-9% ჰქონდა „ლელოსაც“ და გახარიასაც, ცესკოს შედეგებითაც 8-9% აქვთ და რით არიან უკმაყოფილოები, “ნაცმოძრაობის“ შედეგებით?
“მე ვერ ვხვდები მაგალითად გახარია და „ლელო“ რას აპროტესტებენ, რით არიან უკმაყოფილო? იმ ეგზიტპოლით, რომელიც მათ მოეწონათ, 8-9% ჰქონდათ „ლელოსაც“ და ბატონ გახარიასაც, ცესკოს შედეგებითაც 8-9% აქვთ და რით არიან უკმაყოფილოები?”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რაც ეგზიტპოლმა აჩვენა, ზუსტად ის შედეგები იქნა მიღებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ შედეგებით არიან უკმაყოფილოები? ეს აჩვენებს იმას, რომ სინამდვილეში ოთხივე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. რაც ეგზიტპოლმა აჩვენა, ზუსტად ის შედეგები მიიღეს. მათ დააკლდათ ხმები? ისინი გულშემატკივრობენ „ნაცმოძრაობის“ მთავარ ბირთვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.