შვედეთი უკრაინას 63 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს

შვედეთის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომლის საერთო ღირებულება 63 მილიონი ევრო იქნება,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოყოფილი თანხის 20 მილიონი ევრო იარაღის უკრაინელი მწარმოებლებისგან პროდუქციის შეძენას მოხმარდება. დანარჩენი 43 მილიონი ევრო – უკრაინის მხარდამჭერ მრავალმხრივ ინიციატივებზე დაიხარჯება.

ასევე დაგეგმილია, რომ ფული დაიხარჯება F-16 გამანადგურებლების რაკეტების შეძენაზე, უკრაინელი საზღვაო ქვეითების გაწვრთნაზე და განაღმვით ღონისძიებებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები