ზელენსკი მიიჩნევს, რომ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინას დახმარებას არ შეუმცირებს

დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვის რისკი არ არსებობს.

„ტრამპი ბევრს საუბრობს, მაგრამ მე არ მსმენია, რომ მას უკრაინისთვის მხარდაჭერის შემცირებაზე ესაუბროს. უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა, ვფიქრობ, პუტინის დიდი გამარჯვება და დასავლეთის, დემოკრატიისა და თავისუფლების დამარცხება იქნება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა ყველა რისკს აცნობიერებს, რომელთაგან უმთავრესი აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება იქნება, თუმცა მომავალი პრეზიდენტის ვინაობის მიუხედავად, კონგრესის მხარდაჭერის შენარჩუნებას იმედოვნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები