გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში რუსების მიერ 134 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა
გასული ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევშიც ჩაირთო. განგაში ჩრდილოეთიდან უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხემ გამოიწვია.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 134 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.
დაიბომბა ხარკოვის ოლქი, დაიღუპა 3 ადამიანი, არიან დაშავებულები. დაზიანდა ინფრასტრუქტურაც, ამ დროისთვის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივოი-როგის დაბომბვისას, დაიღუპა 1 მამაკაცი და დაშავდა 10-ზე მეტი მოქალაქე.
ასევე, დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.