იერუსალიმში ანტისამთავრობო აქციაზე 9 პირი დააკავეს
იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 9 პირი დააკავა.
ქნესეტთან პროტესტის შემდეგ ასობით მომიტინგემ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან გადაინაცვლა. ისინი მძევლების შესახებ შეთანხმებას და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
პოლიციის განცხადებით, სამართალდამცველებმა ოფიცრებთან შეტაკების დროს ცხრა მომიტინგე დააკავეს, რომლებიც ქუჩაში სიმშვიდეს არღვევდნენ და პოლიციის მითითებებს არ ემორჩილებოდნენ.