მარკ რუტე: დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთში გაგზავნეს
რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგების ფონზე, ნატო უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები გაიგზავნა რუსეთში და რომ ჩრდილოეთ კორეის ქვედანაყოფები განლაგებულია კურსკის რეგიონში“, – ხაზგასმით აღნიშნა რუტემ.
მისივე თქმით, ნატოს მოკავშირეები გააგრძელებენ თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინის მხარდაჭერას, რადგან უკრაინის უსაფრთხოება ალიანსის უსაფრთხოებაა.