ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დასრულებაზე გავლენის მოხდენა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შეუძლია

ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეუძლია, გავლენა მოახდინოს ომის დასრულებაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„საკითხები მხოლოდ ცარიელი სიტყვებით არ უნდა წყდებოდეს. მოდი არის ძალიან დიდი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი, რომლის მოსახლეობაც მილიარდნახევარია. ამ ტიპის ქვეყანა უბრალოდ არ ამბობს, რომ ომის დასრულებით არის დაინტერესებული“, – აცხადებს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, ინდოეთს შეუძლია, რუსეთის ეკონომიკის ბლოკირების საკითხს შეუერთდეს.

„რუსეთის ეკონომიკის ბლოკირება, იაფი ენერგორესურსების ბლოკირება, სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიის მუშაობის ბლოკირება – ეს ყველაფერი გამოიწვევს რუსეთის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებას“, – აცხადებს ზელენსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები