ნატოს საპარლამენტო ასამბლეა: მადლობა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, რადგან მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს ჩვენს დელეგაციას

“მადლობა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, რადგან მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს ჩვენს დელეგაციას”, – ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ფაიკ ოზთრაქმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოსგან ცალკე არსებული სტრუქტურაა. მე ვსაუბრობ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პარტნიორობა საქართველოსთან დაიწყო 25 წლის წინ. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორობა. რაც შეეხება საერთო ფასეულობებს, ინდივიდუალური თავისუფლებები, დამოკრატია და ასევე კანონის უზენაესობა, ეს არის ნამდვილად აუცილებელი პირობა, რომ ქვეყანა გახდეს ნატო-ს წევრი და ეს მნიშვნელოვანია ასევე ევროკავშირისთვის.

მადლობა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, რადგან მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს ჩვენს დელეგაციას”, – განაცხადა ოზთრაქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები