,,95-ვე საარჩევნო უბანი კენჭისყრის პროცედურების სრული დაცვით დაუბრკოლებლად გაიხსნა”, – ამის შესახებ გორის 32-ე საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ისაკაძემ განაცხადა.
„ამომრჩეველთა აქტივობა დილიდან იგრძნობა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ეხმარებიან ამომრჩეველს პროცედურებში“, – აღნიშნა ისაკაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.