უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 36 რუსული დრონი გაანადგურეს

25 ოქტომბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 63 რუსული უპილოტო საფრენი აპარატიდან 36 გაანადგურეს,– ამის შესახებ საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშში წერია.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა Shahed-ისა და დაუდგენელი ტიპის დრონები რუსეთის ფედერაციის ორიოლის, კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებიდან გაუშვეს.

რუსული დრონები ჩამოგდებულია ოდესის, კიევის, ნიკოლაევის, კიროვგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ლვოვის, როვენისა და პოლტავის ოლქებში.

იერიშის მოგერიებაში ჩართული იყო საზენიტო სარაკეტო ჯარები, ავიაცია, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები და ცეცხლის მობილური ჯგუფები.

საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, რადიო ელექტრო შენაერთების მუშაობის შედეგად, 16 უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები