რუსებმა კუპიანსკი დაბომბეს – დაიღუპა ორი ადამიანი

ხარკოვის რაიონში, კუპიანსკზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, სამი ადამიანი დაიჭრა, ორი კი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, დარტყმა ადგილობრივ ბაზართან და მაღაზიასთან ახლოს განხორციელდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა კიდევ სამი მოქალაქე.

ადგილზე საგანგებო სიტუაციის სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები