რუსი სამხედროები უკრაინის ქალაქ სელიდოვოში შეღწევას ცდილობენ

რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციების ჩასახშობად, ფრონტის მთელ სიგანეზე, კერძოდ, დონეცკის ოლქის სელიდოვის რაიონში, არტილერიის აქტიურად გამოყენება დაიწყეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ძალები თავდაცვას ინარჩუნებენ და ქალაქის შემოგარენიდან რუსეთის ქვეითთა ჯგუფებს იგერიებენ.

რუსეთის სამხედრო კორესპონდენტმა, ალექსანდრე პისკუნოვმა განახლებული ინფორმაციის მიხედვით განაცხადა, რომ სიტუაცია კრიტიკულია და უკრაინელი ჯარისკაცები გამაგრებულ ტერიტორიას ვერ ინარჩუნებენ, რადგან რუსებმა საბრძოლო იარაღით მომარაგების გზები შეუზღუდეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა სელიდოვოზე 19 შეტევა განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები