“ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილების და ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი” – გორდულაძე

“ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილების და ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულად მიღებულ გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ დემოკრატიის მთავარი საფუძველი არის ხალხის გადაწყვეტილება. ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილების და ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულად მიღებულ გადაწყვეტილებას, არჩეულ ხელისუფლებას და ასეთი მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნებაა“. მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, რომ ჩვენს ქვეყანაში ღირსეულად და ღირსების დაცვით მშვიდობა უზრუნველყოს და შესაბამისად, ღირსების და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის ყველაფერი გავაკეთოთ, რომ თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ეკონომიკური წინსვლა”, – განაცხადა გორდულაძემ.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიება 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები