ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენმა ქვეყანამ 26 ოქტომბერს უნდა აირჩიოს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური განვითარება, მოდერნიზაცია და საბოლოოდ, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება

,,ჩვენმა ქვეყანამ 26 ოქტომბერს უნდა აირჩიოს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ქვეყნის მოდერნიზაცია და საბოლოოდ, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ,,ქრონიკას” განუცხადა.

მისი განმარტებით, ქვეყანა ევროკავშირში მშვიდობით უნდა გაწევრიანდეს.

„ეს არის ჩვენი ამოცანა, ოღონდ ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ ეკონომიკური კეთილდღეობით, ევროკავშირში გავწევრიანდეთ მშვიდობით, სტაბილურობით და ევროკავშირში გაწევრიანებამდე მივაღწიოთ ყველა იმ ეკონომიკურ თუ სოციალურ მიზანს, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები