ლაშა ტალახაძე: მჯერა ჩვენი ამომრჩევლის გულისხმიერების და აუცილებლად, 26-ში არჩევნებს გამარჯვებით დავასრულებთ

,,მჯერა ჩვენი ამომრჩევლის გულისხმიერების და აუცილებლად, 26-ში არჩევნებს გამარჯვებით დავასრულებთ იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას”,- ამის შესახებ მრავალგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ლაშა ტალახაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ქართული ოცნება” მშვიდობას შეინარჩუნებს.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა აქ მოსულ თითოეულ მხარდამჭერს. ძალიან ბევრნი ვართ, რაც ძალიან მიხარია და 26-ში ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ. მჯერა ჩვენი ამომრჩევლის გულისხმიერების და აუცილებლად, 26-ში არჩევნებს გამარჯვებით დავასრულებთ იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომელიც შეინარჩუნებს მშვიდობას, ერთობას და აუცილებლად ვივლით წინ ერთობისკენ“, – აღნიშნა ტალახაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება დღეს, 19:00 საათზე თბილისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები