რასმუსენი ავღანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებს
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ავღანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას პატიმრების გათავისუფლების შესახებ „სერიოზულ უკან გადადგმულ ნაბიჯად“ აფასებს. ავღანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქაბულთან ახლომდებარე ციხიდან ექსტრემიზმში ბრალდებული 65 პატიმარი გაათავისუფლეს. რასმუსენის აზრით, ეს ნაბიჯი სერიოზულ საფრთხეს შეიცავს და ავღანეთის მთავრობას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს საფრთხე არ მოხდეს. ავღანეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მანამდე შეერთებულმა შტატებმა დაგმო.