სამხრეთ კორეა უკრაინაში სამხედრო და დაზვერვის ოფიცრების გაგზავნას განიხილავს
სამხრეთ კორეა უკრაინაში სამხედრო და დაზვერვის ოფიცრების გაგზავნას განიხილავს,- ამის შესახებ სამხრეთ კორეის მედია წერს.
მედიის ინფორმაციით, ეს ყველაფერი მას შემდეგ გადაწყდა, რაც ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის მხარდასაჭერად ჯარები გაგზავნა, – ინფორმაციას Newsweek-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეული მედია დაზვერვის სამსახურის ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა და სამხედროები განიხილავენ გეგმას, უკრაინაში გაგზავნონ შესაბამისი რაოდენობის პერსონალი, მათ შორის დაზვერვის ოფიცრები (სპეციალიზებული ჩრდილოეთ კორეაზე) და მტრის ტაქტიკის ექსპერტები.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ, რუსეთის მხარდასაჭერად, 12 000 სპეცრაზმელის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.