აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა.
„ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერის გაზრდას. დღეს მინდა გამოვაცხადო 400 მილიონი დოლარის საპრეზიდენტო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ, ეს თანხა იქნება საბრძოლო მასალის, სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღისთვის“, – განაცხადა ოსტინმა.
მანვე დასძინა, რომ ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმების შესაბამისად, შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.
ლოიდ ოსტინი კიევში დღეს, დაუგეგმავი ვიზიტით დილით ჩავიდა.