საქართველოში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციისთვის
არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდი” მშვიდობის კორპუსის მოხალისეობისა და ახალგაზრდობის კომიტეტთან პარტნიორობით, ყოველწლიურ გამოფენა-ფორუმს საქართველოში მესამედ გამართავს. 2013 წელს ჩატარებული კვლევის „ახალგაზრდების დამოკიდებულება მოხალისეობისადმი“ რესპოდენტთა დაახლოებით ორი მესამედი თვლის, რომ მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია არაანაზღაურებადი მოხალისეობრივი საქმიანობის შესრულება. გამოკითხული რესპოდენტების 28%-ისათვის მოხალისეობა სიკეთის უანგაროდ კეთებაა, ხოლო 18%-ისთვის გამოცდილების მიღება, 15%-ისთვის თავისუფალი დროის სასარგებლოდ გამოყენება, 10% კი მოხალისეობას პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის იყენებს. ღონისძიების მიზანია, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მძლავრი იარაღი და ახალგაზრდებისა და მოქალაქეების მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართულობის ხელშეწყობა. გამოფენა-ფორუმში 30-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია მონაწილეობს. მათ შორის არიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მზრუნველობას მოკლებულ და მიუსაფარ ბავშვებს, უსინათლოებს, სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს ემსახურებიან.