აშშ-ის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა.
როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში ოსტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს შეხვდება.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ის განიხილავს უკრაინის საჭიროებას იარაღის კუთხით და იმსჯელებენ საკითხზე, თუ როგორ შეიძლება, აშშ-მ მომავალი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა გააგრძელოს.