ისრაელმა “ჰეზბოლასთან” დაკავშირებული ბანკის ფილიალებზე იერიში მიიტანა

ისრაელმა ლიბანის სამხრეთსა და ბეირუთზე მორიგი იერიში მიიტანა.

BBC-ს ცნობით, ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამ დროისთვის არ გავრცელებულა, თუმცა მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ლიბანის 20-ზე მეტ ადგილმდებარეობაზე მოსახლეობას თავიანთი გეგმების შესახებ შეატყობინეს და ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

IDF-ში განაცხადეს, რომ ღამის ავიაიერიშების სამიზნეები ის ბანკები გახდა, რომლებიც „ჰეზბოლას“ უჭერენ მხარს.

„მომდევნო დღეებში გავასაჯაროებთ, როგორ აფინანსებს ირანი „ჰეზბოლას“ ტერორისტულ აქტივობებს სამოქალაქო ინსტიტუტების, ასოციაციებისა და „ენჯეოების“ მეშვეობით“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები