“საერთოდ არ არის საინტერესო, პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი რა განცხადებას გააკეთებს” – გორდულაძე

“საერთოდ არ არის საინტერესო, პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი რა განცხადებას გააკეთებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

“ის უბრალოდ თითო დღეს თითო დარღვევით არის წარმოდგენილი. ყოველდღიურად არღვევს კონსტიტუციას, ყოველდღიურად ცდილობს, რომ ჩაერთოს პოლიტიკურ აქტივობების და ამ ყველაფერს აკეთებს ქართველი ხალხის სახელით, მაშინ როდესაც ქართველმა ხალხმა მას მხარი “ქართული ოცნების” თხოვნის საფუძველზე დაუჭირა”, – აღნიშნავს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები