ბაიდენი: დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერაზე ძვირად რუსეთის წარმატება დაუჯდება

მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეებმა შეიძლება, უკრაინის მხარდაჭერის ფასი უსიამოვნო ტვირთად აღიქვან, მათთვის ბევრად მომგებიანია ამის გაკეთება, ვიდრე ომში რუსეთისთვის წარმატების მიღწევის შესაძლებლობის მიცემა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისივე თქმით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებასთან ერთად, გერმანიამ აღიარა ახალი რეალობა და, შესაბამისად, შეცვალა თავისი პოლიტიკა, რადგან როგორც ცნობილია, თავდაპირველად გერმანია უარს ამბობდა უკრაინისთვის ლეტალური სამხედრო დახმარების გაწევაზე. დღეისთვის კი აშშ და გერმანია არიან მოკავშირეები, რომლებიც რაოდენობრივი თვალსაზრისით, უკრაინის უდიდეს სამხედრო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.

“უკრაინას რთული ზამთარი ელის, ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მონდომება, ძალისხმევა და მათი  მხარდაჭერა. უკრაინის მხარდაჭერის ფასი  მტკივნეულია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მცირეა იმ პერსპექტივასთან შედარებით, სადაც შეიძლება, აღმოვჩნდეთ, სადაც აგრესია ნორმად იქცევა, სადაც დიდი სახელმწიფოები თავს ესხმიან და აშინებენ პატარა ქვეყნებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეს შეუძლიათ”, –  აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები