კანადა უკრაინას 47 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
კანადა უკრაინას 47 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს,- ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრი, ბილ ბლერი იუწყება.
მისივე განმარტებით, დახმარების პაკეტი მოიცავს მცირე იარაღს, საბრძოლო მასალასა და დამცავ აღჭურვილობას.
ბლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოცხადებული დახმარება უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვისთვის აუცილებელ მნიშვნელოვან რესურსებს მიაწვდის.
„კანადა გააგრძელებს ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა უკრაინელებს გამარჯვებაში დავეხმაროთ”, – დასძინა მან.