უკრაინული დაზვერვა: უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად 11 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი 1-ელი ნოემბრიდან მზად იქნება

ამჟამად, დაახლოებით, 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი წვრთნას აღმოსავლეთ რუსეთში გადის, რათა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა მიიღონ,- ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ, კირილ ბუდანოვი აცხადებს.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს ჯარები რუსული ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გამოყენებით, საბრძოლო მოქმედებებისთვის მზად 1-ელი ნოემბრისთვის იქნებიან.

მისივე ინფორმაციით, 2600 ჯარისკაცისგან შემდგარი პირველი ქვედანაყოფი კურსკის ოლქში გაიგზავნება.

“ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის დანარჩენი ჯარების გადაადგილების შემდგომი გეგმების შესახებ, ამჟამად სრული სურათი არ გვაქვს“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები