გასული ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 80 რუსული დრონი გაანადგურა
გასული ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 80 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.
გარდა ამისა, 44 დრონი ლოკალურად დაკარგულია, ხოლო 10 უპილოტო საფრენი აპარატი კვლავ უკრაინის საჰაერო სივრცეში რჩება.
საჰაერო იერიშის მოგერიებაში მონაწილეობდა ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები და უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ჯგუფები.
80 დრონი ჩამოგდებულია ოდესის, ჩერკასის, სუმის, კიევის, ჟიტომირის, კიროვგრადის, ჩერნიგოვის, პოლტავის, ხმელნიცკის, როვენის, ხარკოვის, ხერსონის, ვოლინისა და ვინიცკის ოლქებში.