ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი – უკრაინას უფლება აქვს, ჩვენს მიერ გადაცემული F-16 გამანადგურებლები რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის გამოიყენოს

უკრაინას შეუძლია F-16 გამანადგურებლების გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო ობიექტებზე იერიშის მისატანად, – ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა.

მან ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, რომ F-16 გამანადგურებლების პირველი პარტია უკვე უკრაინის საჰაერო სივრცეშია.

მისი თქმით, ტექნიკის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის საერთაშორისო კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ უკრაინამ საერთაშორისო სამართალი უნდა დაიცვას და საერთაშორისო სამართალი არ მთავრდება საზღვარზე ან საზღვრიდან 100 კმ-ში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ თავდაცვისა და რუსების შეკავების გაძლიერებაზე, რადგან რუსული საფრთხე არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც იზრდება”, – თქვა ბრეკელმანსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები