,,ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, აბაშიძის N41-ში და ყაზბეგის N47-ში მობინადრეებს შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, აბაშიძის N41-ში და ყაზბეგის N47-ში მცხოვრებ მოსახლეობას ვაკის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პრობლემები და საკითხები, რომლებიც გამოსასწორებელია. ასევე, დელეგატმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევებზე საუბარს და აქტიურობისკენ მოუწოდა ამომრჩეველს.

„განვიხილეთ ინფრასტრუქტურული პრობლემები და საკითხები რომლებიც გამოსასწორებელია. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მომავალში მსგავსი ხარვეზები აღმოიფხვრას. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვისაუბრეთ დღევანდელ პოლიტიკურ გარემოზე და არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე. 26 ოქტომბერს ჩვენს თანამოქალაქეებს აქტიურობისკენ მოვუწოდებ. ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ვიზეიმოთ ამ დღეს,“- განაცხადა ზუკა რურუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები