მარია ზახაროვა: ზელენსკი თავისი გეგმით ნატო-ს უბიძგებს, რუსეთთან კონფლიქტში ჩაერთოს
ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი „გამარჯვების გეგმით“ ნატო-ს უბიძგებს, რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაერთოს და დაჟინებით მოითხოვს, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის ნებართვის მიღებას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ზელენსკი თავისი „გამარჯვების გეგმით“ ნატოს რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტისკენ უბიძგებს და დაჟინებით მოითხოვს, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის ნებართვის მიღებას. ეს, რა თქმა უნდა, არ არის გეგმა, ეს არის არათანმიმდევრული ლოზუნგების ნაკრები, ეს უკრაინის მოსახლეობისთვის “კატასტროფის გეგმაა.
ერთი რამ შემიძლია ზელენსკის ვუთხრა, თუკი ის საქმის კურსში არ არის – კიევის „რეჟიმის“ პარტნიორები უკრაინას ხედავენ კუბოში და უკრაინის მოქალაქეებს – საფლავში“, – აცხადებს ზახაროვა.