პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა
ოლიმპიური კომიტეტის ეზოში პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
პეტრიაშვილმა იდეის ავტორებსა და ორგანიზატორებს ვარსკვლავის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ის, რომ ასეთ ლეგენდარულ ადამიანებთან ერთად გაიხსნა ჩემი ვარსკვლავი. დიდი მადლობა ამ ძალიან მაგარი საქმის ორგანიზატორებს, ვისაც აზრი გაუჩნდა და ა.შ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგან გვერდში დგომისთვის, გულშემატკივრობისთვის“, – განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.
შეგახსენებთ, საქართველომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 3 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.