ნატო-ს გენერალური მდივანი: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი თავისას ვერ მიაღწევს და უკრაინა გაიმარჯვებს

ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

„ჩვენ ნატო ვართ. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ და არა თავდასხმითი. ნატო-ს ტერიტორიის მიღმა მდებარე რომელიმე სხვა ქვეყნის ნაწილის ხელში ჩაგდებით დაინტერესებული არ ვართ. ეს დემოკრატიული ალიანსი, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსია, რომელიც 1 მილიარდ ადამიანს ემსახურება. მზად ვართ, ნებისმიერ საფრთხეს გავუმკლავდეთ, მოწინააღმდეგეები არასდროს შეგვაშინებენ“, – განაცხადა მარკ რუტემ.

მისივე თქმით, ნატო ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს.

„გზავნილი არის ის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი თავისას ვერ მიაღწევს და უკრაინა გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები