სტოლტენბერგი: რუსეთის მუქარის გამო უკრაინის მხარდაჭერას ვერ შევწყვეტთ

უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვის უფლება აქვს და ის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ლეგიტიმურ სამიზნეებზე დარტყმებს მოიცავს, – ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

“ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის სასტიკი ომი, ყველა საერთაშორისო წესის აშკარა დარღვევაა, რომ რუსეთი ცდილობს დააწესოს კონტროლი უკრაინაზე. უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავი. ეს უფლება მოიცავს რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, უკრაინის დასავლელი პარტნიორები რუსეთის მუქარით არ უნდა მოტყუვდნენ.

„რუსეთი თავიდანვე აცხადებდა, რომ დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდება მიუღებელია, მაგრამ ჩვენ მაინც მივაწოდეთ იარაღი. რუსეთის მუქარის გამო მხარდაჭერას ვერ შევწყვეტთ“, – დასძინა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები