“საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ, მიუხედავად მრავალი შეცდომისა და განსაცდელისა, ჩვენი ერი ცდილობდა, საღმრთო გზით ევლო” – მეუფე შიო

“საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ, მიუხედავად მრავალი შეცდომისა და განსაცდელისა, ჩვენი ერი ცდილობდა, საღმრთო გზით ევლო და ამიტომ მოხდა ჩვენი გადარჩენა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, “ღმერთი გვეწეოდა ამ გზაზე და გვინათებდა მას მოწყალებით და დიდი სასწაულებით”.

„ამ ნიშანთა და სასწაულთა შორის გამორჩეულია წმინდა საუფლო კვართის ჩამოტანა მცხეთაში და ამ წმინდა ადგილზე მისი დავანება. წმინდა საუფლო კვართის და სვეტიცხოვლის მადლი, წმინდათა მოციქულთა სწორთა, მეფე მირიანის და დედოფალ ნანას ლოცვით დაიფაროს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები