დონეცკის ოლქში რუსეთის თავდასხმას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

დონეცკის ოლქში რუსეთის თავდასხმას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა,- ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.

“რუსეთი მშვიდობიან მოქალაქეებს კლავს! 13 ოქტომბერს რუსებმა დონეცკის ოლქის ოთხი მცხოვრები მოკლეს, სამი კი დაშავდა”, – წერს ფილაშკინი Telegram-ის არხზე.

ამასთან, ფილაშკინმა აღნიშნა, რომ დონეცკის ოლქში რუსული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულებს არ მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები